ფაბინიო: "ვფიქრობ, მონაკოში უკანასკნელ სეზონს ვატარებ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ფაბინიო: "ვფიქრობ, მონაკოში უკანასკნელ სეზონს ვატარებ"


ფაბინიო:

"მონაკოს" მცველმა, ფაბინიომ თქვა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე სამუშაო ადგილს შეიცვლის.

შეგახსენებთ, 24 წლის ბრაზილიელისადმი ევროპული გრანდების ინტერესზე ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს იწერებოდა.

ამ სეზონში ფაბინიომ საკლუბო ტურნირებზე ერთად 23 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

"ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ფიქრებთან გამკლავება რთული იყო", - ციტირებს ფაბინიოს სიტყვებს Le Figaro.

"მესმოდა, რომ არ უნდა წავსულიყავი და დავრჩი. ამჟამად მხოლოდ "მონაკოში" თამაშზე ვფიქრობ. თუმცა, იანვარში აგენტთან ტრანსფერის ვარიანტს არ განვიხილავ, რადგან ეს შეუძლებელია".

"კლუბისთვის ზამთარში გაშვება არ მითხოვია. თუმცა, ვიფქრობ, ამ კლუბში უკანასკნელ სეზონს ვატარებ".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები