ვენგერი: "ვესტ ჰემთან მატჩის შედეგით იმედგაცრუებული ვარ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვენგერი: "ვესტ ჰემთან მატჩის შედეგით იმედგაცრუებული ვარ"


ვენგერი:

"არსენალის" თავკაცმა, არსენ ვენგერმა ინგლისის ჩემპიონატის მე-17 ტურში "ვესტ ჰემთან" (0:0) გამართული მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა მეტოქის დაცვის გარღვევა ვერ მოახერხა.

"ბურთს ვფლობდით, მაგრამ ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან მატჩის მიწურულს საერთოდ შეიძლება წაგვეგო კიდეც", - ციტირებს ვენგერის სიტყვებს BBC.

"მეტოქე მხოლოდ თავს იცავდა, "ჩელსისთან" და "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრებში ამ ხერხს მათ უკვე მიმართეს. მათი დაცვის გარღვევა ვერ შევძელით".

17 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში "მეთოფეები" მე-7 ადგილს იკავებენ, მათ აქტივში 30 ქულაა და ლიდერ "მანჩესტერ სიტის" 19 ქულით ჩამორჩებიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები