ბორუსიას ფანებმა ახალ მწვრთნელს სიმღერა მიუძღვნეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბორუსიას ფანებმა ახალ მწვრთნელს სიმღერა მიუძღვნეს


ბორუსიას ფანებმა ახალ მწვრთნელს სიმღერა მიუძღვნეს

დორტმუნდის "ბორუსიას" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, პიტერ შტიოგერმა, გულშემატკივრების გული მალევე მოიგო.

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მე-16 ტურში, შტიოგერის სადებიუტო შეხვედრაში, "ყვითლებმა" 8 მატჩიანი პაუზის შემდეგ სტუმრად "მაინცი" 2:0 დაამარცხეს.

დორტმუნდის "ბორუსიამ" 30 სექტემბრის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა, რითიც ქომაგები ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ და ავსტრიელ სპეციალისტს სიმღერაც მიუძღვნეს.

"მაინცთან" გამარჯვების შემდეგ დორტმუნდელი ფანები "Walking in a Stöger Wonderland" ("შტიოგერის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა") მღეროდნენ.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები