ლევანდოვსკი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირთა ათეულში შევიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლევანდოვსკი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირთა ათეულში შევიდა


ლევანდოვსკი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირთა ათეულში შევიდა

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა ათეულში შეაღწია.

გუშინ, ბუნდესლიგის მე-16 ტურში, შინ "კიოლნის" წინააღმდეგ, "რეკორდმაისტერმა" 1:0 იმარჯვა და გამარჯვების მომტანი გოლი სწორედ 29 წლის პოლონელმა ფორვარდმა გაიტანა.

ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში თავისი 166-ე ბურთი გაიტანა და "კიოლნის" ლეგენდარულ თავდამსხმელს, ჰანეს ლიორს, დაეწია, რომელიც ბუნდესლიგის ყველა დროის გოლეადორთა სიაში მეათე პოზიციას იკავებს.

რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში უკვე მე-15 გოლი გაიტანა, ხოლო "ალიანს არენაზე" ყოველ მატჩში გამოიჩინა თავი.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი რობერტ ლევანდოვსკი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები