მილანმა კალაბრიას გაუხანგრძლივა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მილანმა კალაბრიას გაუხანგრძლივა


მილანმა კალაბრიას გაუხანგრძლივა

"მილანის" ახალგაზრდა განაპირა მცველმა, დავიდე კალაბრიამ, საკუთარ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

იტალიური გრანდის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ 21 წლის იტალიელმა მცველმა მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

"ძალიან ამაყი ვარ, რომ "მილანთან" ახალი კონტრაქტი გავაფორმე", - მოკლედ აღნიშნა კალაბრიამ, რომელიც კლუბის აღზრდილია და პირველ გუნდში 2015 წლიდან ირიცხება.

დავიდე კალაბრიამ მიმდინარე სეზონში სულ 10 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 1 ასისტის გაკეთება მოახერხა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი დავიდე კალაბრია

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები