"რატომ დავმარცხდით სიტისთან?", - მოურინიომ მიზეზებზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"რატომ დავმარცხდით სიტისთან?", - მოურინიომ მიზეზებზე ისაუბრა



მანჩესტერულ დერბიში "სიტიმ" "იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" 2:1 დაამარცხა.

ჟოზე მოურინიომ განმარტა, თუ რამ განაპირობა მისი გუნდის მარცხი, ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში.

"ცხადია, რომ "მანჩესტერ სიტი" საკმაოდ კარგი გუნდია. ისინი თავს კარგად იცავენ და როდესაც ბურთს კარგავენ, მომენტალურად რეაგირებენ და დაბრუნებას უმალვე ცდილობენ.

შეტევა? მათ დინამიური შემტევები ჰყავთ, რომლებიც შესანიშნავად გადაადგილდებიან.

მოკლედ რომ შევაფასოთ, "სიტის" ფანტასტიკური გუნდი ჰყავს, ფანტასტიკური მწვრთნელი და კიდევ ბევრი რამ", - განაცხადა მოურინიომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები