პსჟ-ს უიღბლობა - რომელ გუნდებს ხვდებოდა გუნდი ლიგის ფლეი ოფში, ბოლო წლებში? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პსჟ-ს უიღბლობა - რომელ გუნდებს ხვდებოდა გუნდი ლიგის ფლეი ოფში, ბოლო წლებში?


პსჟ-ს უიღბლობა - რომელ გუნდებს ხვდებოდა გუნდი ლიგის ფლეი ოფში, ბოლო წლებში?

2017-2018 წლების სეზონში, "პარი სენ ჟერმენმა", ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი პირველი ადგილით დაასრულა.

ფრანგულმა გუნდმა, ჯგუფში "ბაიერნიც" კი მოიტოვა უკან და 1/8 ფინალში რეკორდული, 25 გატანილი გოლით გავიდა.

თუმცა, მეორე ადგილოსანი "ბაიერნი" "ბეშიქთაშს" დაუწყვილდა, პირველ ადგილოსანი "პსჟ" კი - "რეალს".

გავიხსენოთ, თუ ვის ხვდებოდა ფრანგული გუნდი ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში.

2015 წელი
1/8 ფინალი, პსჟ - ჩელსი
1/4 ფინალი, პსჟ - ბარსელონა

2016 წელი
1/8 ფინალი, პსჟ - ჩელსი
1/4 ფინალი, პსჟ - მანჩესტერ სიტი

2017 წელი
1/8 ფინალი, პსჟ - ბარსელონა

2018 წელი
1/8 ფინალი, პსჟ - რეალი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები