ავტორიზაცია

ვოლფსბურგმა არნოლდს გაუხანგრძლივა

ვოლფსბურგმა არნოლდს გაუხანგრძლივა
თარიღი 01 იან 2018, 18:41
"ვოლფსბურგის" უნივერსალურმა ნახევარმცველმა, მაქსიმილიან არნოლდმა, თავის კლუბთან მოქმედი კონტრაქტი გაახანგრძლივა.

"მგლების" ოფიციალური ვებ-საიტი ავრცელებს, რომ არნოლდმა მოქმედი ხელშეკრულება კიდევ 2 წლით გადაავადა და ახლა "ვოლფსბურგის" ღირსებას 2022 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

მაქსიმილიანი გერმანული კლუბის აღზრდილია და 2011 წელს "ვოლფსბურგის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა. საერთო ჯამში, არნოლდმა "მგლების" მაისურით 176 მატჩი ჩაატარა და 23 ბურთი გაიტანა.

23 წლის გერმანელმა მიმდინარე სეზონში 16 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანა მოახერხა.