პსჟ-ს ვილაშ ბოაში ჩაიბარებს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პსჟ-ს ვილაშ ბოაში ჩაიბარებს?



ცნობილმა სპეციალისტმა, ანდრე ვილაშ ბოაშმა შესაძლოა "პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე უნაი ემერი შეცვალოს, იტყობინება Arab News.

40 წლის პორტუგალიელი ჩინური "შანხაი შანგანიდან" წასვლის შემდეგ უმუშევარია და თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

"პსჟ"-ს სპორტული დირექტორი ვილაშ ბოაშის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა.

შეგახსენებთ, ვილაშ ბოაშს სამწვრთნელო კარიერის მანძილზე ისეთი კლუბები გაუწვრთნია, როგორებიც "პორტუ", "ჩელსი" და "ტოტენჰემი" არიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები