ლორენტეს ძმა: "თუ ფერნანდო იუვეს გაუტანს, გოლს არ აღნიშნავს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლორენტეს ძმა: "თუ ფერნანდო იუვეს გაუტანს, გოლს არ აღნიშნავს"



"ტოტენჰემის" თავდამსხმელის, ფერნანდო ლორენტეს ძმა და აგენტი, ხესუსი დარწმუნებულია, რომ ფორვარდი გოლს არ აღნიშნავს, თუ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "იუვენტუსს" გაუტანს.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ტურნირის შემდგომ სტადიაზე გასვლის შანსი "ბებერ ქალბატონებს" უფრო მეტი აქვთ.

"ვფიქრობ, ორი გამორჩეული გუნდის შესანიშნავი დაპირისპირება იქნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, "იუვენტუსი" ფავორიტია, რადგან მათ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში თამაშის გამოცდილება აქვთ", - ციტირებს ხესუს ლორენტეს სიტყვებს TuttoJuve.com.

"ვიტყოდი, რომ "იუვენტუსს" შემდგომ სტადიაზე გასვლის 65 პროცენტიანი შანსი აქვს. რა თქმა უნდა, ფერნანდოს თავისი ყოფილი გუნდის კარის აღება უნდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გოლს არ აღნიშნავს, როგორც "სევილიას" შემთხვევაში".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები