დი ფრანჩესკო: "იუვენტუსზე ფიქრი ნაადრევია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დი ფრანჩესკო: "იუვენტუსზე ფიქრი ნაადრევია"



"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ეუსებიო დი ფრანჩესკომ, განაცხადა, რომ მისი გუნდი ტურინის "იუვენტუსთან" პაექრობაზე ჯერ არ ფიქრობს.

"თუ ახლა "იუვენტუსზე" ვიფიქრებთ, ეს უდიდესი შეცდომა იქნება. ჩვენი მიზანია, რომ ყველა ტურნირზე ყოველი თამაშის მოსაგებად ვიბრძოლოთ, ამიტომ ჩემი გუნდი ყოველ თამაშს ერთნაირად მიუდგება.

თუ გვინდა, რომ უფრო დიდ წარმატებას მივაღწიოთ, მაშინ ყველა ტურნირზე ნელ-ნელა უნდა ვიაროთ წინ და მხოლოდ მომდევნო მატჩზე ვიყოთ კონცენტრირებულნი", - განაცხადა ახალგაზრდა იტალიელმა სპეციალისტმა.

"მგლები" იტალიის ჩემპიონატის მე-17 ტურში ხვალ შინ "კალიარის" მიიღებს, ხოლო კიდევ 1 კვირაში, 23 დეკემბერს, "რომა" ტურინის "იუვენტუსს" ესტუმრება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები