მერტენსი მწვრთნელობას არ აპირებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მერტენსი მწვრთნელობას არ აპირებს


მერტენსი მწვრთნელობას არ აპირებს

"ნაპოლის" თავდამსხმელი, დრის მერტენსი, მიიჩნევს, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო სკამზე გადანაცვლება არ სურს.

"როდესაც საფეხბურთო კარიერას დავასრულებ, მთავარი მწვრთნელობა არ მინდა. ეს საკმაოდ სტრესული სამუშაოა.

ჩემი სურვილია, რომ ბავშვების ფეხბურთი შევისწავლო. ჩვენი მწვრთნელი, მაურიციო სარი, ვფიქრობ, ძალიან ბევრს ნერვიულობს, ვინაიდან დღეში 5 კოლოფ სიგარეტს ეწევა", - განაცხადა 30 წლის ბელგიელმა.

მიმდინარე სეზონში მერტენსმა 25 მატჩი ჩაატარა და 14 გოლის გაიტანა. მისი მოქმედი კონტრაქტი ნეაპოლურ კლუბთან 2020 წლამდეა გათვლილი.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი დრის მერტენსი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები