ჰაინკესმა სანჩესის ზამთარში დაბრუნება უარჰყო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰაინკესმა სანჩესის ზამთარში დაბრუნება უარჰყო


ჰაინკესმა სანჩესის ზამთარში დაბრუნება უარჰყო

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, იუპ ჰაინკესი, რენატუ სანჩესის შესაძლო ნაადრევ დაბრუნებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციამ გააოცა.

"ბოლო დღეებში "ბაიერნის" სპორტულ დირექტორს, ჰასან სალიჰამიჯიჩს, მუდმივად ვხვდებოდი, განვიხილეთ რამდენიმე საკითხი, მათ შორის განათხოვრებული მოთამაშეების მდგომარეობა თუ რაოდენ კარგად არიან ისინი და რამდენად სათანადო ყურადღებას ვაქცევთ მათ.

როგორც ვიცი, რენატუ ახლახანს სალიჰამიჯიჩს ტელეფონზე ესაუბრა, მაგრამ ზამთარში მის დაბრუნებაზე ლაპარაკი არ ყოფილა. ასე, რომ ამ ჭორებმა ძალიან გამაოცა.

სანჩეშს დიდ ტალანტად მივიჩნევ, მართლა. თუმცა ერთია ტალანტი და მეორე - ყოველდღიური ვარჯიში, დისციპლინა და გუნდური თამაშის უნარი. ეს სულ სხვა რამ არის", - განაცხადა ჰაინკესმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები