შეუჩერებელი გვარდიოლა - პეპმა პრემიერ ლიგაში მორიგი რეკორდი დაამყარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

შეუჩერებელი გვარდიოლა - პეპმა პრემიერ ლიგაში მორიგი რეკორდი დაამყარა


შეუჩერებელი გვარდიოლა - პეპმა პრემიერ ლიგაში მორიგი რეკორდი დაამყარა

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა პრემიერ ლიგის ნოემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, იტყობინება ტურნირის ოფიციალური საიტი.

გასულ თვეში "სიტიმ", რომელიც სატურნირო ცხრილს ლიდერობს, ჩატარებული ოთხივე მატჩი მოიგო (გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება - 17:4).

ესპანელი სპეციალისტი აღნიშნულ ჯილდოს ზედიზედ მესამე თვეა იგებს, რაც ჩემპიონატის რეკორდია.

ამჯერად პეპმა შონ დაიჩს ("ბარნლი"), ანტონიო კონტეს ("ჩელსი"), იურგენ კლოპს ("ლივერპული"), ჟოზე მოურინიოს ("მანჩესტერ იუნაიტედი") და არსენ ვენგერს ("არსენალი") აჯობა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები