ლუის ფელიპე სკოლარი გრემიოს მწვრთნელზე: "ის მართლაც კრიშტიანუ რონალდუზე უკეთესი იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლუის ფელიპე სკოლარი გრემიოს მწვრთნელზე: "ის მართლაც კრიშტიანუ რონალდუზე უკეთესი იყო"


ლუის ფელიპე სკოლარი გრემიოს მწვრთნელზე:

ბრაზილიისა და პორტუგალიის ნაკრებების ექს-მწვრთნელი, ლუის ფელიპე სკოლარი რენატუ გაუშუს სიტყვებს ეთანხმება, რომელმაც თქვა, რომ იგი "რეალის" თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუზე უკეთ თამაშობდა.

55 წლის ბრაზილიელს ფეხბურთელის რანგში "გრემიოსთან" ერთად ლიბერტადორესის თასი და საკონტინენტთაშორისო თასი აქვს მოგებული, გარდა ამისა "კრუზეიროს" რიგებშიც დაეუფლა იგი ლიბერტადორესის თასს.

"ჩემი აზრით, რენატუ გაუშუ კრიშტიანუ რონალდუზე უკეთესი იყო, მაგრამ პორტუგალიელი მეტს იტანს", - ციტირებს სკოლარის სიტყვებს AS.

"გრემიოს შედეგები გაუშუს მუშაობის ნაყოფია. მას თავისი ძლიერი თვისებებითა და სტილით შეეძლო მსგავსი შედეგებისთვის მიეღწია".

შეგახსენებთ, დღეს, 16 დეკემბერს, "რეალი" და "გრემიო" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები