ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ რონალდუ არ დაასახელეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ რონალდუ არ დაასახელეს


ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ რონალდუ არ დაასახელეს

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მადრიდის "რეალმა" ორი შეხვედრა ჩაატარა, ორივე მინიმალური ანგარიშით მოიგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

კრიშტიანო რონალდუმ ორივე შეხვედრაში გაიტანა გოლი. მან "ალ ჯაზირასთანაც" და "გრემიოსთანაც" გამოიჩინა თავი, თუმცა ტურნირის საუკეთესო მოთამაშე მაინც არ გახდა.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის დაწესებული ჯილდო - ოქროს ბურთი ლუკა მოდრიჩს გადაეცა.

ხორვატი ნახევარმცველი ორივე შეხვედრაში სტაბილურად იდგა და ფაქტობრივად უშეცდომოდ თამაშობდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები