გვარდიოლა: "მანჩესტერ სიტი ამდენ თამაშს ერთი მიზეზის გამო იგებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გვარდიოლა: "მანჩესტერ სიტი ამდენ თამაშს ერთი მიზეზის გამო იგებს"


გვარდიოლა:

"მანჩესტერ სიტიმ" პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-16 მატჩი მოიგო. ქალაქელებმა ამჯერად "ტოტენჰემი" დაამარცხეს.

მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი "სიტის' მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა.

"მანჩესტერ სიტი თამაშებს ერთი მიზეზის გამო იგებს და ეს მიზეზი თავდაჯერებულობაა, რომელიც ჩემს ფეხბურთელებს აქვთ.

ტიტულების მოგება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენოთ.

ვამაყობ ჩემი სამწვრთნელო შტაბითა და ფეხბურთელებით. იმედია, ეს წარმატებული სერია კიდევ გაგრძელდება", - აცხადებს გვარდიოლა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები