მიულერის ბრწყინვალე სტატისტიკა - როდესაც თომასს გააქვს, ბაიერნი არ აგებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მიულერის ბრწყინვალე სტატისტიკა - როდესაც თომასს გააქვს, ბაიერნი არ აგებს


მიულერის ბრწყინვალე სტატისტიკა - როდესაც თომასს გააქვს, ბაიერნი არ აგებს

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი, თომას მიულერი, გუნდის წარმატების გარანტია! 28 წლის გერმანელს ფანტასტიკური სტატისტიკური მაჩვენებელი აქვს.

გუშინ, გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მე-17 ტურში, "რეკორდმაისტერმა" "შტუტგარტი" სტუმრად 1:0 დაამარცხა და გამარჯვების მომტანი გოლი სწორედ მიულერმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ სულ თომას მიულერს ბუნდესლიგის 76 შეხვედრაში აქვს გატანილი და "ბაიერნს" ამ მატჩებიდან არცერთი არ წაუგია - 72 მოგება, 4 ფრე.

გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მიულერმა 13 თამაშში მხოლოდ 2 ბურთი გაიტანა და "ბაიერნმა" ორივე მატჩი მშრალად მოიგო.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი თომას მიულერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები