დე როსი: "იტალიის ნაკრებმა ახალი მწვრთნელის დანიშვნა არ უნდა იჩქაროს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დე როსი: "იტალიის ნაკრებმა ახალი მწვრთნელის დანიშვნა არ უნდა იჩქაროს"


დე როსი:

იტალიის ეროვნული ნაკრების აწყოფილი მოთამაშე, დანიელე დე როსი, მიიჩნევს, რომ "სკუადრა აძურამ" ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნა არ უნდა იჩქაროს.

"სიჩქარე საჭირო არ არის. ჩვენ შეგვიძლია, რომ ამ თემაზე რამდენიმე ხანი ვიფიქროთ, სიტუაცია კარგად გავაანალიზოთ და საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ. ფედერაცია ბევრ ვარიანტს განიხილავს.

ქვეყანამ საკმაოდ მძიმე დარტყმა გადაიტანა, ამიტომ ჩვენ ახალი მწვრთნელითა და ახლი გუნდით ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ. ასეთ დროს მოთმინებაა საჭირო. მნიშვნელოვანია, რომ შეცდომა არ დავუშვათ და კარგი სპეციალისტი შევარჩიოთ", - განაცხადა დე როსიმ.

იტალიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე 1958 წლის შემდეგ პირველად გავიდა, რის გამოც მთავარი მწვრთნელის პოსტი ჯამპიერო ვენტურამ დატოვა.
ასევე იხილეთ თემაზე:
იტალიის ნაკრები დანიელე დე როსი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები