დი ფრანჩესკო: "ეს რთული მატჩი არ ყოფილა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დი ფრანჩესკო: "ეს რთული მატჩი არ ყოფილა"


დი ფრანჩესკო:

"რომას" მთავარი მწვრთნელი, ეუსებიო დი ფრანჩესკო, მიუხედავად ბოლო წუთზე მოპოვებული მინიმალური (1:0) გამარჯვებისა, მიიჩნევს, რომ მის გუნდს რთული მატჩი არ ჰქონია.

"ჩვენ გაცილებით ადრე შეგვეძლო გატანა. "კალიარიმ" კარისკენ პირველად 85-ე წუთზე დაარტყა და რომში აშკარად ერთი ქულისათვის ჩამოვიდა.

მიხარია, როდესაც ამდენ საგოლე მომენტს ვხედავ, დაცვაშიც საკმაოდ კარგად ვიმოქმედეთ და მეტოქეს ბევრის უფლება არ მივეცით.

ჩვენ ვდომინირებდით, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ ვიყავით ისეთები, როგორიც საჭირო იყო. 94-ე წუთზე მოპოვებული გამარჯვება, როგორც წესი, ნიშნავს, რომ გუნდს გაუჭირდა, მაგრამ მე ასე არ ვთვლი", - განაცხადა დი ფრანჩესკომ.

რომაულმა კლუბმა შინ "კალიარი" ფედერიკო ფასიოს ერთადერთი გოლით დაამარცხა.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა ეუსებიო დი ფრანჩესკო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები