იმობილემ უნიკალური შედეგი დააფიქსირა

რომის "ლაციოს" ცენტრალური თავდამსხმელი, ჩირო იმობილე, მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე თამაშის ჩვენებას აგრძელებს.
იტალიის სერია ა-ს მეოცე ტურში "არწივებმა" სტუმრად "სპალი" 5:2 გაანადგურეს და იმობილემ პოკერი გაიფორმა.
ჩიროს ეროვნული ჩემპიონატის საწყის 20 ტურში უკვე 20 გოლი დაუგროვდა და უნიკალური შედეგი დააფიქსირა.
ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც "ლაციოს" მაისურით სერია ა-ში 20 ან მეტი ბურთი ზედიზედ 2 სეზონში გაიტანა, ლეგენდარული ჯუზეპე სინიორი (1992/93 და 1993/94) იყო.
27 წლის იტალიელმა ფორვარდმა სერია ა-ს გასულ სეზონში 23 გოლის გატანა მოახერხა.