გაიტანმა ინგლისი აირჩია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გაიტანმა ინგლისი აირჩია


გაიტანმა ინგლისი აირჩია

"ატლეტიკო" მზადაა ნახევარმცველ ნიკოლას გაიტანს შეელიოს, თავად არგენტინელს კარიერის ერთ-ერთ ინგლისურ კლუბში გაგრძელება უნდა, იუწყება Football Espana.

2016 წელს, "ბენფიკადან" "როხიბლანკოში" გადასვლის შემდეგ, გაიტანმა მადრიდული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და მხოლოდ 12-ჯერ მოგვევლინა ძირითად თერთმეტეულში.

ამის გამო მადრიდელები მზად არიან 29 წლის არგენტინელი გაყიდონ ან სეზონის ბოლომდე გაანათხოვრონ, რაც მათ სახელფასო ჭერის სტაბილიზაციაში დაეხმარება.

ნიკოლას საფრანგეთიდანაც ჰქონდა სარფიანი წიანდადება, თუმცა თავად გადაწყვიტა კარიერის "ნისლიან ალბიონზე" გაგრძელება. გაიტანის აგენტის, ხოსე ირიბარენას თქმით, მისი კლიენტით "ტოტენჰემი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები