ავტორიზაცია

გომესი: "ვოლფსბურგში არავის წყენინება არ მინდოდა"

გომესი: "ვოლფსბურგში არავის წყენინება არ მინდოდა"
თარიღი 09 იან 2018, 21:04
"ვოლფსბურგის" ყოფილმა თავდამსხმელმა, მარიო გომესმა, რომელიც იანვარში "შტუტგარტს" დაუბრუნდა, კლუბიდან წამოსვლაზე ისაუბრა.

გომესის "მგლებიდან" წამოსვლის შემდეგ გერმანულ პრესაში მარიოს უცნაური კომენტარი გავრცელდა. გომესი თითქოს ამბობდა, რომ გუნდში მას აგრძნობინებდნენ, რომ სხვებს მცირე სათამაშო პრაქტიკა ჰქონდათ, რაც მასზე ზეწოლას ახდენდა.

"ასეთ რამეს ნამდვილად არასოდეს გავაკეთებდი, ვინაიდან ვიცი, რომ გერმანულ პრესას სპექტაკლებს დადგმა უყვარს. ეს ჩემი სიტყვები არ გახლავთ.

"ვოლფსბურგში" არავის წყენინება არ მინდოდა", - განმარტა 32 წლის გერმანელმა ფორვარდმა.

მარიო გომესი "ვოლფსბურგის" რიგებში გასულ სეზონში ირიცხებოდა და 45 მატჩში 17 გოლის გატანა მოახერხა. ამ ზამთარს კი გომესმა "შტუტგარტთან", რომელიც მისი მშობლიური კლუბია, 2020 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.