Goal.Ge

არის ტერ შტეგენი "ბარსელონასთვის" მზად?



"გლადბახის" მეკარე ზაფხულში ვიქტორ ვალდესს ჩაანაცვლებს. არის ამისთვის მზად 21 წლის ფეხბურთელი? როგორც მოგეხსენებათ, ვალდესი კლუბს 2014 წლის ივნისში დატოვებს. კატალონიელები უკვე დიდი ხანია ეძებენ ვიქტორის შემცვლელს. ინტერესი იყო ტიბო კურტუასა და პეპე რეინას მიმართ, თუმცა არჩევანი გერმანელზე გაკეთდა. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ტერ შტეგენი "გლადბახთან" კონტრაქტს არ ახანგრძლივებს, რაც იმის დამადასტურებელია, რომ მეკარე კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს. 3 წლის წინ, მარკი "გლადბახის" ძირითადი მეკარე გახდა. აქედან მოყოლებული, მისი საბაზრო ფასი იზრდება და იზრდება. მარკო როისთან ერთად, ის გუნდის ვარსკვლავი იყო. აღნიშნული სეზონი გლადბახის "ბორუსიასთვის" ბრწყინვალე გამოდგა, მათ სატურნირო ცხრილში ლევერკუზენის "ბაიერს" აჯობეს და მე-4 ადგილი დაიკავეს. ტერ შტეგენი ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახლდათ, ჩემპიონატში მხოლოდ "ბაიერნს" ჰქონდა ნაკლები ბურთი გაშვებული. მეკარის ჩინებული თამაში შეუმჩნეველი არ დარჩა და 20 წლის მარკი ნაკრებში გამოიძახეს.
11176852,8028536,dmFlashTeaserRes,1321721408[1]
თუმცა, ამის შემდეგი სეზონი გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა. "გლადბახი" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა, საკვალიფიკაციო ეტაპზე კიევის "დინამო" უფრო მეტად ძლიერი აღმოჩნდა. გარდა ამისა, "ბორუსიამ" ბუნდესლიგაში მე-8 ადგილი დაიკავა, ხოლო გაშვებული გოლების რაოდენობა წინა სეზონთან შედარებით ორჯერ მეტი იყო. ამრიგად, კითხვა კვლავ ჩნდება: არის მზად ასეთი მცირე გამოცდილების მქონე და ახალგაზრდა ფეხბურთელი იმისთვის, რომ გახდეს მსოფლიოს უდიდესი კლუბის, კატალონიის "ბარსელონას", ძირითადი მეკარე? ტერ შტეგენს არასდროს უთამაშია ჩემპიონთა ლიგაზე. მისი გამოსვლა საკვალიფიკაციო ეტაპზე კიეველების წინააღმდეგ არ ყოფილა დამაჯერებელი. შეგვიძლია გავიხსენოთ ეპიზოდი, როდესაც მან ახლო კუთხეში გაუშვა ბურთი. ამას გარდა, გერმანიის ნაკრებმა სამივე შეხვედრა წააგო, როდესაც ტერ შტეგენი ძირითადში იყო (აშშ-სთან, შვეიცარიასთან და არგენტინასთან). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არგენტინასთან შეხვედრა მარკისთვის ბრწყინვალედ დაიწყო. 30-ე წუთზე მოედნიდან ცილერი გააძევეს, ლიოვმა შეცვლაზე ტერ შტეგენი შემოუშვა. ახლად შემოსულმა მეკარემ თვით ლეო მესის აუღო პენალტი. აშშ-ს ტურნეში "ბარსელონას" მომავალ მეკარეს შანსი მიეცა, მაგრამ მან ლიოვის იმედები ვერ გაამართლა ნამდვილად. ამაზე მეტყველებს რომან ვაიდენფელერის გამოძახებაც. ტერ შტეგენის კურიოზული ავტოგოლი აშშ-სთან შეხვედრისას რა თქმა უნდა, "ბარსელონაში" თამაში სრულიად განსხვავდება ამხანაგურ სანაკრებო და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ასპარეზობისგან. ვერაფერი შეედრება "ელ კლასიკოს" და ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფებს. სწორედ მნიშვნელოვან და დიდ შეხვედრებში გამოჩნდება, თუ რამდენად შესძლებს ტერ შტეგენი მაღალი მწვერვალების მიღწევას. ოლივერ კანის მოსაზრებით, 21 წლის მეკარეს აქვს იმის პერსპექტივა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს. "ძალიან საინტერესოა იმის ნახვა, თუ რამდენად შეესაბამება ნაჩვენები თამაში მის ასაკს. ყველაფერს რასაც ის აკეთებს, აკეთებს ძალიან მშვიდად." - ამბობს 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ფაქტი ერთია - ტერ შტეგენს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. შესაძლოა "ბარსელონას" გულშემატკივრებს დიდი მოთმინება დასჭირდეთ, თუმცა ის ხომ ჯერ სულ რაღაც 21 წლისაა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ხამესის ახალ კლუბში გადასვლა უკვე გადაწყდა?

იტალიური პრესის ინფორმაციით, ხამეს როდრიგესის ახალ გუნდში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია.

დღეს, 03:41

პერესი: "ფეხბურთელი იმ ქვეყნიდან დავიმატეთ, სადაც ეს სპორტი ყველაზე მეტად უყვართ"

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი როდრიგოს ტრანსფერს გამოეხმაურა.

დღეს, 03:38

გულიტი: "ვან დეიკი უკეთესი უნდა იყოს"

ვეტერანმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა რუდ გულიტმა თავის თანამემამულეზე, ვირჯილ ვან დეიკზე ისაუბრა.

დღეს, 03:35

როდრიგო: "მამას ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ რეალში თამაში მინდოდა"

გუშინ, მადრიდის "რეალმა" კიდევ ერთი ფეხბურთელი წარადგინა. ბრაზილიელი როდრიგო სამეფო კლუბში 45 მილიონად გადავიდა.

დღეს, 03:31

ზე რობერტომ რეალს ტრანსფერი მოუწონა

ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი ზე რობერტო როდრიგოს მადრიდის "რეალში" გადასვლას გამოეხმაურა.

დღეს, 03:28

ბრაზილიელი მართა, რომელმაც კლოზეს ისტორიული რეკორდი მოხსნა

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრები იტალიას დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 03:26

ოფიციალურად: ლუკა აზარიაშვილმა მონპელიესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ოფიციალურად: ლუკა აზარიაშვილმა მონპელიესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

დღეს, 03:24

დაუფასებელი ტალანტი? - რეალი პირველ ფეხბურთელს უშვებს

ფეხბურთელების ყიდვასთან ერთად, მადრიდის "რეალი" ამ ზაფხულს მოთამაშეების გაშვებასაც იწყებს.

დღეს, 03:22

დიეგო სიმეონემ ჟოაო ფელიშის შესაძლო ყიდვაზე კომენტარი გააკეთა

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ პორტუგალიელი ტალანტი ჟოაო ფელიში კარიერას "ატლეტიკოში" გააგრძელებს.

დღეს, 03:18

ონანა: "ამ მეკრეებისგან ბევრი უნდა ვისწავლო"

ამსტერდამის "აიაქსის" მეკარემ, ანდრე ონანამ თანამედროვეობის გამორჩეული მეკარეები დაასახელა.

დღეს, 03:14

ოფიციალურად: გურამ გოგიჩაშვილმა პარიზულ გრანდთან კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა

ოფიციალურად: გურამ გოგიჩაშვილმა პარიზულ გრანდთან კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა

დღეს, 03:12

ლიდერები განაცხადს მიღმა - საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო თასისთვის ცნობილია

ლიდერები განაცხადს მიღმა - საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო თასისთვის ცნობილია

დღეს, 02:59

ეროვნული ლიგა - მე-18 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

გთავაზობთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

დღეს, 02:14

კახა ჩხეტიანი: "ვინც არ უნდა შეგვხვედროდა, ყველასთან საბრძოლველი გვექნებოდა"

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტორპედო" "ორდაბასს" დაუპირისპირდება.

დღეს, 01:34

ჭიაბრიშვილი: "სურვილი მქონდა, სელტიკს შევხვედროდით"

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" "შერიფს" დაუპირისპირდება.

დღეს, 01:32

ევროპა ლიგაზე ტორპედოს და ჩიხურას საშინაო მატჩები ერთ დღეს აქვთ - სად ითამაშებენ გუნდები?

დღეს გაიმართა ევროპა ლიგის წილისყრა, სადაც ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა.

დღეს, 00:58

“იაპონიის წინააღმდეგ ყველაფერს გავაკეთებთ“ - ფილ ნევილი

19 ივნისს ქალთა მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტური გაიმართება.

დღეს, 00:50

მაკელელე ჩელსიში ბრუნდება

46 წლის კლოდ მაკელელე, სავარაუდოდ, ძველ გუნდს დაუბრუნდება.

დღეს, 00:33

ფერგიუსონი მანჩესტერის ბოსებს მიმართავს

ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი მანჩესტერის ბოსებს მიმართავს და გუნდში სტივ უელშის მოყვანას ითხოვს.

დღეს, 00:20

მხოლოდ 5 ათასი ბილეთი სუპერ თასისთვის

სუპერ თასისთვის „ლივერპულსა“ და „ჩელსის“ ქომაგებს მხოლოდ 5 ათასი ბილეთი გამოუყვეს.

დღეს, 00:12

ახალი დონარუმა? - ბარსა ვენესუელელს უმიზნებს

„ბარსელონა“ 21 წლის მეკარეზე ნადირობს.

გუშინ, 23:59

ვან ბომელი რობენს ეპატიჟება

ყოფილი თანაგუნდელი რობენს „პსვ-ში“ ეპატიჟება.

გუშინ, 23:47

მოურინიოს ნაკრების გაწვრთნა სურს

ჟოზე მოურინიო ახალი გამოწვევებისთვის მზად არის.

გუშინ, 23:39

“გრიზმანთან არასდროს გვილაპარაკია!“ - ბართომეუ

ბართომეუმ გრიზმანთან კავშირი უარყო.

გუშინ, 23:24

ბენიტესს ჩინეთში იწვევენ

ესპანელი მწვრთნელი, შესაძლოა, ჩინურ სუპერ ლიგაში გადაბარგდეს.

გუშინ, 23:12

ტორეირა მილანთან ახლოსაა

ლუკას ტორეირას „არსენალის“ დატოვება სურს.

გუშინ, 22:58

ფეკირმა, შესაძლოა, ლიონი დატოვოს

„ლიონის“ ხელმძღვანელობამ ფეკირის წასვლა არ გამორიცხა.

გუშინ, 22:48

რა უნდა მოხდეს, რომ ბეილმა რეალი დატოვოს?-აგენტის განცხადება

გარეთ ბეილი მადრიდის „რეალიდან“ იჯარის წესით არ წავა.

გუშინ, 22:35

ხამესს მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

"რეალს" ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის ფასის თაობაზე უკვე დაუკავშირდნენ.

გუშინ, 20:41

რეალმა ნეიმარის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო - GOAL.COM

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა GOAL.COM ავრცელებს.

გუშინ, 20:31

ყველა სიახლე