დეფრელი იუვენტუსთან მატჩს გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დეფრელი იუვენტუსთან მატჩს გამოტოვებს


დეფრელი იუვენტუსთან მატჩს გამოტოვებს

"რომას" უნივერსალური თავდამსხმელი, გრეგორი დეფრელი, ტურინის "იუვენტუსთან" ხვალინდელ შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარება.

რომაული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ეუსებიო დი ფრანჩესკომ, "ბებერ ქალბატონთან" მატჩისთვის განაცხადი შეადგინა, რომელშიც ფრანგი ფორვარდი ვერ მოხვდა.

დეფრელი "მგლებს" მუხლის დაზიანების გამო ვერ ეხმარება და ვერც "იუვესთან" გასვლითი თამაშისთვის მოასწრო გამოჯანმრთელება.

"რომას" განაცხადი "იუვენტუსთან" მატჩისთვის: ალისონი, სკორუპსკი, ლობონტი; ბრუნო პერესი, ემერსონი, ჟუან ჟეზუსი, ფასიო, მორენო, მანოლასი, კასტანი, კოლაროვი; ნაინგოლანი, სტროტმანი, დე როსი, პელეგრინი, გონალონი, ფლორენცი; ჟერსონი, პეროტი, ელ შაარავი, ჯეკო, შიკი, უნდერი.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა გრეგორი დეფრელი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები