ნაპოლიმ საკლუბო რეკორდი დაამყარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნაპოლიმ საკლუბო რეკორდი დაამყარა


ნაპოლიმ საკლუბო რეკორდი დაამყარა

"ნაპოლიმ" იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მე-18 ტურში შინ "სამპდორია" 3:2 დაამარცხა და უნიკალური შედეგი დააფიქსირა.

18 სათამაშო კვირის შედეგად მაურიციო სარის გუნდმა იტალიის სერია ა-ში 41 გოლის გატანა მოახერხა, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

"ცისფრებს" ფანტასტიკური შეტევითი ხაზი ჰყავთ და მიმდინარე სეზონში, საერთო ჯამში, მატჩში საშუალოდ მინიმუმ 2 გოლი მაინც გააქვთ.

"ნაპოლი" 45 ქულით იტალიის ჩემპიონატის ლიდერია და მილანის "ინტერს" უკვე 4 ქულით უსწრებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები