ჰამშიკი: "ეს 6 ქულიანი გამარჯვებაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰამშიკი: "ეს 6 ქულიანი გამარჯვებაა"


ჰამშიკი:

"ნაპოლის" კაპიტანი და ცენტრალური ნახევარმცველი, მარეკ ჰამშიკი, მიიჩნევს, რომ "სამპდორიასთან" მოპოვებული სამი ქულა გაორმაგებულია.

"ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ გაგვიჭირდა, ხოლო საბოლოო შედეგი 6 ქულის ტოლფასია, რადგან "ინტერმა" წააგო და ამით ორმაგი სიხარული მოგვანიჭა.

საშინაო არენაზე ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი ჩავატარეთ, ძალიან დიდი ენერგია დავხარჯეთ და საბედნიეროდ, სიტუაცია მაინც შემოვატრიალეთ.

მარადონას რეკორდი? ეს მშვენიერია და უკვე საჩუქარიც მივიღე, მაგრამ გაცილებით ფასეულია ის, რომ მოვიგეთ თამაში, რომელსაც ორჯერ ვაგებდით", - განაცხადა 30 წლის სლოვაკმა.

ნეაპოლელებმა გენუური კლუბი შინ 3:2 დაამარცხეს, ხოლო "ინტერი" სტუმრად "სასუოლოსთან" 0:1 დამარცხდა. შედეგად, "ნაპოლიმ" "ნერაძური" უკვე 4 ქულით ჩამოიტოვა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი მარეკ ჰამშიკი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები