სარი: "ჰამშიკი ექსტრაორდინალური მოთამაშეა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სარი: "ჰამშიკი ექსტრაორდინალური მოთამაშეა"


სარი:

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, "სამპდორიასთან" დღევანდელი შეხვედრა შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა შინ 3:2 მოიგო.

"ამ მატჩში ბევრი გაუთვალისწინებელი და საკმაოდ ნეგატიური მომენტი იყო. 120-ე წუთზე 35 მეტრიდან გაშვებული საჯარიმო, პენალტი და ბოლოს წითელი ბარათი. ამ ყველაფრის შედეგად, საკმაოდ რთული და დაძაბული ბრძოლა გადავიტანეთ.

ბიჭების ხასიათით კმაყოფილი ვარ, პირველ ტაიმში კი ორივე გუნდმა არანორმალური ტემპი დადო, თამაში საოცრად კარგი სანახავი გამოდგა, რის გამოც "სამპდორია" ქებას იმსახურებს.

მარეკ ჰამშიკის რეკორდი? ის ჩვენთვის ყოველთვის ექსტრაორდინალური მოთამაშე იყო და მიხარია, რომ გუნდურ წარმატებებთან ერთად, ინდივიდუალურ რეკორდებსაც ამყარებს", - განაცხადა სარიმ.

ნეაპოლური კლუბის კაპიტანმა "სამპდორიას" გადამწყვეტი ბურთი გაუტანა, დიეგო მარადონას გადაასწრო და 116 გოლით კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები