ბენატია: "ყოფილი კლუბის კარში გოლის გატანა სასიამოვნოა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბენატია: "ყოფილი კლუბის კარში გოლის გატანა სასიამოვნოა"


ბენატია:

"იუვენტუსის" მცველმა, მეჰდი ბენატიამ სერია ა-ს მე-18 ტურში "რომასთან" (1:0) გამართული მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ თავისი ექს-გუნდის დამარცხებით კმაყოფილია.

მოგეხსენებათ, აღნიშნულ დაპირისპირებაში ერთადერთი გოლის ავტორი სწორედ მაროკოელი უკანახაზელი გახდა.

"კმაყოფილი ვარ, რადგან "რომა" ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტია", - ციტირებს ბენატიას სიტყვებს Football Italia.

"ყოფილი თანაგუნდელების კარში გატანა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ, რა თქმა უნდა, იქ მეგობრები მყავს, რომლებიც მენატრება".

"კიდევ შეგვეძლო გატანა, მაგრამ მატჩის მიწურულს შეიძლებოდა გაგვეშვა კიდეც", - დასძინა "იუვეს" აფრიკელმა მცველმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები