ნაინგოლანი: "იუვენტუსთან მარცხი ტრაგედია არ არის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნაინგოლანი: "იუვენტუსთან მარცხი ტრაგედია არ არის"


ნაინგოლანი:

"რომას" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, რაჟა ნაინგოლანმა, ტურინის "იუვენტუსთან" გუშინდელი შეხვედრა შეაფასა.

"იუვენტუსი" ძალიან ძლიერია. მაღალი პრესინგი დავგეგმეთ, მაგრამ უფრო კონცენტრირებულები უნდა ვყოფილიყავით. როდესაც ასეთ მომენტებს ხელიდან უშვებ, მატჩის მოგება რთულია.

ჩემპიონობაზე საუბარი შეცდომაა. ჩვენ მხოლოდ უახლოეს მატჩზე უნდა ვიფიქროთ. "იუვენტუსთან" ტურინში მარცხი ტრაგედია არ არის და ჩვენ რომში საპასუხო შეხვედრა გვექნება", - განაცხადა ბელგიელმა.

რომაული კლუბი იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მე-18 ტურში "იუვესთან" სტუმრად 0:1 დამარცხდა და ტურინულ გრანდს უკვე 6 ქულით ჩამორჩება.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსირომა რაჟა ნაინგოლანი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები