ნაინგოლანი: "ჩემპიონობაზე საუბარი შეცდომა იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნაინგოლანი: "ჩემპიონობაზე საუბარი შეცდომა იყო"


ნაინგოლანი:

"რომას" ნახევარმცველმა, რაჯა ნაინგოლანმა იტალიის ჩემპიონატში "იუვენტუსთან" (0:1) მარცხზე ისაუბრა.

ტურინელებთან მარცხის შემდეგ, რომაელები სერია ა-ს პირველადგილოსან "ნაპოლის" შვიდი ქულით ჩამორჩებიან.

"იუვენტუსი" ძლიერია, ამიტომაც კონცენტრაცია უნდა შეგვენარჩუნებინა", - ციტირებს ნაინგოლანის სიტყვებს Mediaset.

"ტურინელებზე ზეწოლის მოხდენა გვინდოდა, მაგრამ ჩვენი მომენტები ვერ გამოვიყენეთ, ასეთ შემთხვევაში ქულების აღება რთულია".

"ჩემპიონობაზე საუბარი შეცდომა იყო. მატჩებს უნდა მივყვეთ", - დასძინა ბელგიელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები