კანკავა და კვეკვესკირი ერთ გუნდში ითამაშებენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კანკავა და კვეკვესკირი ერთ გუნდში ითამაშებენ


კანკავა და კვეკვესკირი ერთ გუნდში ითამაშებენ

უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა კარიერას ყაზახურ "ტობოლში" ითამაშებს.

ცნობილია, რომ კანკავა ყაზახეთში უახლოეს მომავალში ჩავა და გუნდთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

"რეიმსის" დატოვების შემდეგ, კანკავა მთელი ნახევარი სეზონი თავისუფალი აგენტი იყო. საბოლოოდ კი "ტობოლში" გადასვლა არჩია.

ყაზახეთის ჩემპიონატის გასული სეზონი "ტობოლმა" მე-5 ადგილზე დაასრულა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდში კიდევ ერთი ქართველი - ნიკა კვეკვესკირიც ირიცხება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები