ჰამშიკი: "მინდა, რომ 2018 წელს ოცნება ავისრულო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰამშიკი: "მინდა, რომ 2018 წელს ოცნება ავისრულო"


ჰამშიკი:

"ნაპოლის" კაპიტანმა და ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მარეკ ჰამშიკმა, აღნიშნა, რომ მისი ყველაზე დიდი სურვილი ახალი წლისთვის იტალიის სერია ა-ს მოგებაა.

"2018 წელს ტრავმების გარეშე თამაში და სკუდეტოს მოგება მინდა. ეს ჩემი ოცნებაა. სიმართლე გითხრათ, ასე ლაპარაკი ალბათ მართებული არ არის, მაგრამ თუ "ნაპოლისთან" ერთად ეროვნული ჩემპიონატის მოგება გამომივა, მაშინ მომავალი წელი ნებისმიერ შემთხვევაში კარგი იქნება", - განაცხადა 30 წლის სლოვაკმა.

18 ტურის შემდეგ იტალიის ჩემპიონატს ნეაპოლური კლუბი 45 ქულით ლიდერობს, "იუვენტუსს" კი 43 ქულა აქვს.

"ნაპოლის" სკუდეტო 1990 წლის შემდეგ არ მოუგია.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი მარეკ ჰამშიკი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები