მორიგი შოუ ენფილდზე - ლივერპულმა სუონსი 5:0 გაანადგურა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მორიგი შოუ ენფილდზე - ლივერპულმა სუონსი 5:0 გაანადგურა [VIDEO]


მორიგი შოუ ენფილდზე - ლივერპულმა სუონსი 5:0 გაანადგურა [VIDEO]

"ლივერპული" ახალი წლისთვის ქომაგების განწყობაზე ზრუნვას აგრძელებს და პრემიერ ლიგის მე-20 ტურში იურგენ კლოპის გუნდმა "ენფილდზე" მორიგი შესანიშნავი სანახაობა შემოგვთავაზა.

მერსესაიდელებმა შინ აუტსაიდერი "სუონსი" მიიღეს და მეტოქეს 5 უპასუხო ბურთი გაუტანეს. პირველ ტაიმში თავი ფილიპე კოუტინიომ ლამაზი შორეული დარტყმით გამოიჩინა, მეორე ნახევარში კი რობერტო ფირმინომ დუბლი გაიფორმა, ალექსანდრ-არნოლდმა და ოქსლეიდ-ჩემბერლენმა კი თითო ბურთი გაიტანეს.

"ლივერპულმა" ამ გამარჯვების შემდეგ 38 ქულა დააგროვა და მე-4 პოზიცია დაიბრუნა. ლონდონის "ტოტენჰემს" მე-5 ადგილზე ერთი ქულით ნაკლები აქვს.

ლივერპული 5:0 სუონსი

გოლები: 1:0 - კოუტინიო (6'), 2:0 - ფირმინო (52'), 3:0 - ალექსანდრ-არნოლდი (65'), 4:0 - ფირმინო (66'), 5:0 - ჩემბერლენი (83').

შემადგენლობები

ლივერპული: მინოლე; ალექსანდრ-არნოლდი, მატიპი, კლავანი, რობერტსონი (მილნერი 76'); ჩემბერლენი, ჩანი, ვიინალდუმი; სალაჰი (ლალანა 69'), ფირმინო (სოლანკე 68'), კოუტინიო.

სუონსი: ფაბიანსკი; ნაუთონი, ფ.ფერნანდესი, მოუსონი, ოლსონი; ტომ ქეროლი, მეზა (კლუკასი 66'), ფერი (სანჩეში 78'); რაუტლიჯი, მაკბარნი (აბრაჰამი 62'), ჯორდან აიუ.

მიმოხილვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები