ინსინიე-ჰამშიკს: "შენი რეკორდის მოხსნა შემიძლია!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ინსინიე-ჰამშიკს: "შენი რეკორდის მოხსნა შემიძლია!"


ინსინიე-ჰამშიკს:

"ნაპოლის" ვინგერი, ლორენცო ინსინიე, ნეაპოლური კლუბის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობას უმიზნებს.

"მარეკის გამო ბედნიერი ვარ, ვინაიდან მან კლუბის ისტორია დაწერა და ისეთ ლეგენდას აჯობა, როგორიც დიეგო მარადონაა.

მე კი მინდა, რომ მის კვალს მივყვე და ვფიქრობ, მარეკი ფრთხილად უნდა იყოს, ვინაიდან ახლოს ვარ და მისი რეკორდის მოხსნა შემიძლია!", - განაცხადა ინსინიემ.

მარეკ ჰამშიკს ნეაპოლური კლუბის მაისურით 116 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ინსინიე ამ მაჩვენებლით ჯერ მხოლოდ მე-14 ადგილს იკავებს - 59 ბურთი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები