ტოტი: "რომას 1 სკუდეტო იუვენტუსის 10 სკუდეტოს უდრის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტოტი: "რომას 1 სკუდეტო იუვენტუსის 10 სკუდეტოს უდრის"


ტოტი:

"რომას" ყოფილმა კაპიტანმა და თავდამსხმელმა, ლეგენდარულმა ფრანჩესკო ტოტიმ, საკუთარი კლუბის სკუდეტოს მოგების შანსები შეაფასა.

"რომა" სკუდეტოს მოგების ერთ-ერთი კანდიდატია. ვფიქრობ, მიმდინარე სეზონში ტიტულისთვის სამი-ოთხი გუნდი იბრძოლებს.

ტურინის "იუვენტუსის" საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და მათი არ მშურს, მაგრამ სტატისტიკა მოწმობს, რომ "რომასთან" ერთად იტალიის ჩემპიონატის მოგება უფრო რთულია.

ტურინელების მიერ მოგებული 10 სკუდეტო "რომას" 1 სკუდეტოს უდრის და იმედი მაქვს, რომ ამ მიზანს მივაღწევთ", - განაცხადა "იმპერატორმა."

"რომას" იტალიის სერია ა ისტორიაში სულ სამჯერ აქვს მოგებული და ბოლოს "მგლებმა" სკუდეტო 2000/01 წლების სეზონში მოიპოვეს, როდესაც ტოტი ბრწყინავდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა ფრანჩესკო ტოტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები