ჯეკო: "ახალგაზრდა ტოტისთან ერთად უფრო მეტს გავიტანდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჯეკო: "ახალგაზრდა ტოტისთან ერთად უფრო მეტს გავიტანდი"


ჯეკო:

"რომას" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ედინ ჯეკომ, კლუბის ლეგენდარულ მოთამაშე ფრანჩესკო ტოტიზე ისაუბრა.

"ტოტის გამოსამშვიდობებელ მატჩში აუცილებლად მოგება გვჭირდებოდა, რათა ჩემპიონთა ლიგაზე მოვხვედრილიყავით. საბედნიეროდ, ამის გაკეთება მოვახერხეთ.

ფანები ამ გამარჯვებით ძალიან გახარებულები იყვნენ, მაგრამ ვერ დამალეს ის დიდი იმედგაცრუება და ტკივილი, რომელიც კლუბის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშის წასვლამ გამოიწვია.

მიხარია, რომ ტოტის გვერდით მაქვს ნათამაშები. ვწუხვარ, რომ "რომაში" უფრო ადრე ვერ მოვხვდი, როდესაც ტოტი უფრო ახალგაზრდა იყო. ამ შემთხვევაში უფრო მეტ გოლს გავიტანდი", - განაცხადა 31 წლის ბოსნიელმა.

ედინ ჯეკო "მგლების" საუკეთესო ბომბარდირია, რომელმაც მიმდინარე სეზონში 24 მატჩში 11 ბურთის გატანა მოახერხა.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა ედინ ჯეკო ფრანჩესკო ტოტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები