კვერკველია: "საახალწლოდ სანტას ერთი რამ ვთხოვე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კვერკველია: "საახალწლოდ სანტას ერთი რამ ვთხოვე"


კვერკველია:

მოსკოვის "ლოკომოტივისა" და საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვერკველია 2017 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გახდა.

ამ და სხვა თემებზე 25 წლის ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა და საშობაო სურვილიც გამოთქვა.

საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდი...

საქართველოს ნაკრებში ბევრი ძალიან კარგი ფეხბურთელი თამაშობს, ზოგი მათგანი რუსეთის პრემიერ ლიგაშიც ასპარეზობს. ბედნიერი ვარ, რ​ომ ეს ჯილდო მე მერგო. ერთი წლის წინ ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ეს წარმატება ლოკომოტივის დამსახურებაა. მადლობას ვუხდი ამისთვის მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს.

ვინ იყვნენ კანდიდატები?

სპარტაკში მოთამაშე ჯანო ანანიძე და ვიტესის კაპიტანი გურამ კაშია. ხმის მიცემა ადგილობრივ მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს შეეძლოთ. ყველაზე მეტი ხმა მე მომცეს და ეს ჯილდო მეორედ მოვიგე.

როგორ ატარებ ზამთრის არდადეგებს საქართველოში?

საქართველოში ოჯახთან ერთად ვარ. აქ ბევრი მეგობარი მყავს, მათ შორის ნაკრების ფეხბურთელებიც. თავისუფალ დროს ერთად ვერთობით, დავდივართ რესტორნებში. მოუთმენლად ველი სეზონის განახლებას და ლოკომოტივთან ერთად კიდევ ბევრი გამარჯვების მოპოვებას.

რას სთხოვე სანტას საახალწლოდ?

სანტას საახალწლოდ ერთი რამ ვთხოვე, რომ მას ჩემი გუნდისთვის წარმატების ძალა მიეცა, რაც ახალი წრის დაწყებამდე ძალიან მნიშვნელოვანია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები