რომას მწვრთნელი ზამთარში ტრანსფერებს არ ითხოვს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რომას მწვრთნელი ზამთარში ტრანსფერებს არ ითხოვს


რომას მწვრთნელი ზამთარში ტრანსფერებს არ ითხოვს

"რომას" მთავარი მწვრთნელი, ეუსებიო დი ფრანჩესკო, საკუთარი გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობით სავსებით კმაყოფილია.

"მონჩისთან საუბარი უკვე მქონდა და ახლა სატრანსფერო საკითხებით ნამდვილად არ ვარ დაინტერესებული.

ახლა ჩემი მიზანი ზამთრის შესვენებამდე დარჩენილ ორ თამაშში ექვსი ქულის მოპოვებაა და მეტი არაფერი.

ახალი მოთამაშეების საკითხზე მხოლოდ მას შემდეგ ვისაუბრებთ, როდესაც ტრანსფერებზე დავიწყებ ფიქრს", - განაცხადა დი ფრანჩესკომ.

18 ტურის შედეგად "მგლებმა" ეროვნულ ჩემპიონატში 38 ქულა დააგროვეს და მე-4 პოზიციაზე იმყოფებიან. მომდევნო ორ ტურში, შესაბამისად, "რომა" "ატალანტასა" და "ინტერს" შეხვდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები