პოჩეტინომ კეინი ტოტის შეადარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პოჩეტინომ კეინი ტოტის შეადარა


პოჩეტინომ კეინი ტოტის შეადარა

"ტოტენჰემის" მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს იმედი აქვს, რომ თავდამსხმელი, ჰარი კეინი გუნდში კარიერის ბოლომდე დარჩება.

გარდა ამისა, არგენტინელი სპეციალისტი ამატებს, რომ ინგლისელში უდიდეს პოტენციალს თავიდანვე ამჩნევდა.

"გვინდა, კეინი "ტოტენჰემში" დარჩეს, რადგან იგი შეუფასებელია", - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს Goal.com.

"ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ შეუძლებელია მას ფასი დაადო. ეს დენიელ ლევის საქმეა (კლუბის პრეზიდენტი), მე არ მეხება".

"არაფერი არ შეცვლილა, ჩემთვის იგი სამი წლის წინაც, ერთი წლის წინაც, ერთი კვირის წინაც ვარსკვლავი იყო. ყოველთვის სუპერვარსკვლავად ვთვლიდი. ჰარის აქ ყოფნის პირველივე დღიდან ვენდობოდით, რადგან მისი პოტენციალი დავინახეთ, ყველაფერს იმსახურებს, რასაც მიაღწია".

"შეუძლია გახდეს ის, რაც "რომასთვის" ტოტი გახდა. ეს ჩვენს გულშემატკივრებს ბედნიერს გახდიდა, რადგან ჰარი ნამდვილი პროფესიონალია. რატომაც არა?", - დასძინა "დეზების" თავკაცმა.

შეგახსენებთ, 2017 წელს კეინის ანგარიშზე კლუბსა და ნაკრებში ერთად გატანილი 56 გოლია. 24 წლის ინგლისელი მიმდინარე წლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები