საბა კვერკველიამ მანჩესტერ სიტიში შესაძლო გადასვლაზე GOAL.GE-სთან ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

საბა კვერკველიამ მანჩესტერ სიტიში შესაძლო გადასვლაზე GOAL.GE-სთან ისაუბრა


საბა კვერკველიამ მანჩესტერ სიტიში შესაძლო გადასვლაზე GOAL.GE-სთან ისაუბრა

გუშინ, ბრიტანულ გამოცემაში დაიწერა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის საბა კვერკველიას შეძენით "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული.

"ლოკომოტივის" ცენტრალურ მცველს GOAL.GE დაუკავშირდა და ამასთან დაკავშირებით ესაუბრა.

"ჩემი შეძენა მანჩესტერ სიტის სურს? ამაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. სავარაუდოდ, ლოკომოტივში დავრჩები.

თუ ინგლისური გუნდებიდან შემოთავაზება მექნება, ამ საკითხს განვიხილავთ. ლოკომოტივთან კონტრაქტი კი 2021 წლამდე მაქვს", - გვითხრა კვერკველიამ.

უცხოური გამოცემების ცნობით, კვერკველიას შეძენა "ლესტერსა" და "ვესტ ბრომვიჩსაც" სურთ.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის მცველი, რამდენიმე დღ​ის წინ, 2017 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად დასახელდა.

იხილეთ - კვერკველია შეიძლება მანჩესტერ სიტიში ვიხილოთ! - ბრიტანეთში ქართველი დაახასიათეს

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები