ნაპოლი ვერდიში 25 მილიონს იხდის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნაპოლი ვერდიში 25 მილიონს იხდის


ნაპოლი ვერდიში 25 მილიონს იხდის

"ნაპოლი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ბოლონიას" ვინგერის, სიმონე ვერდის, დამატებას ეცდება.

"Gazzetta dello Sport" იტყობინება, რომ ვერდის საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა ნეაპოლელთა თავკაცს, მაურიციო სარის, სურს.

დრის მერტენსი ახლა იდეალურ ფორმაში არ არის, არკადიუშ მილიკი კი მუხლის სერიოზული ტრავმის შემდეგ გუნდს თებერვალში დაუბრუნდება, ამიტომ სარის ამ პოზიციის გაძლიერება სურს.

ზემოთხსენებული წყაროს ინფორმაციით, ნეაპოლური კლუბი მზად არის 25 წლის იტალიელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადოს.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში სიმონე ვერდიმ 19 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები