2017 წლის ტოპ 10 ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მოვლენა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

2017 წლის ტოპ 10 ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მოვლენა


2017 წლის ტოპ 10 ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მოვლენა

2017-ის ბოლოს გამოვავლინეთ საუკეთესო მატჩი, ფეხბურთელი, გოლი და ტრანსფერი. ახლა კი მოდით მთლიანად შევაჯამოთ მიმავალი წელი და გავიხსენოთ ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მომენტები, რომელიც ამ 12 თვის მანძილზე მოხდა ფეხბურთში.

10. ჰარი კეინის პროგრესი

2017 წლის ტოპ 10 ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მოვლენა

"ტოტენჰემის" ლიდერი ბოლო წლების ყველაზე პროგრესირებადი ფეხბურთელია. 2014 წლიდან მოყოლებული კეინმა 123 გოლის გატანა მოახერხა "დეზების" მაისურით, 2-ჯერ კი პრემიერლიგის ოქროს ბუცს დაეუფლა. განსაკუთრებით წარმატებული ინგლისელისთვის 2017 წელი გამოდგა, ჰარიმ 36 მატჩში, 39 ბურთის შეგდება მოახერხა და ალან შირერის რეკორდიც დაამხო. მესის ჯამში ერთი გოლით მეტი აქვს, მაგრამ არგენტინელი გენიოსის შესახებ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ.

9. "არსენალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდა

2017 წლის ტოპ 10 ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მოვლენა

"მეთოფეების" მუდამ "მე-4 ადგილოსნობის" შესახებ წლების მანძილზე ბევრი ხუმრობდა, თუმცა 2017-ში ეს მიღწევაც კი სანატრელი გახდა. "არსენალი" მე-5 პოზიციაზე გავიდა, რითაც ვენგერის გუნდმა ვერ მოახერხა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გასვლა. მსგავსი რამ ბოლოს 20 წლის წინ მოხდა.

8. გვარდიოლას "ახალი ბარსელონა"

2017 წლის ტოპ 10 ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მოვლენა

ის შედეგი, რაც "მანჩესტერ სიტიმ" 2017 წლის მეორე ნახევარში აჩვენა არის სრული სიგიჟე და ნამდვილი საფეხბურთო დღესასწაული. გვარდიოლას შეგირდებმა მიწასთან გაასწორეს მთელი პრემიერლიგა. 21 ტურის შემდეგ, "ქალაქელები" უახლოეს მდევარს 14 ქულით უსწრებენ, არადა წინ კიდევ 17 შეხვედრა არის სათამაშო. ამ წარმატებების ფონზე გულშემატკივრები ავლებენ პარალელებს პეპის 2008-2012 წლების "ბარსელონასა" და ამჟამინდელ "სიტის" შორის, სადაც ხავი-ინიესტას ალბიონურ ადაპტაციად სილვა-დე ბრუინის ტანდემი გვევლინება.

7. "ბარსელონას" ისტორიული ქამბექი "პსჟ"-თან მატჩში

2017 წლის ტოპ 10 ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მოვლენა

2017 წლის 8 მარტს, "ბლაუგრანამ" ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლი დადგა ფეხბურთის ისტორიაში. ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ, "ბარსა" თითქოს განწირული იყო "პსჟ"-თან (0:4). კატალონიურ გრანდს 5:0 ან 6:1 უნდა მოეგო იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გასულიყო. სასწაული შედგა, მესიმ და კომპანიამ მიწასთან გაასწორეს პარიზული კლუბი, რითაც მთელი სამყარო გააოგნეს. "თქვენ გაგვიტანთ რამდენსაც შეძლებთ, ჩვენ კი რამდენსაც გვინდა".

ბარსელონა-პსჟ 6:1


6. ლეგენდების წასვლა

2017 წლის ტოპ 10 ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მოვლენა

2017 წელს რამდენიმემ მართლაც, რომ ეპოქალურმა ლეგენდამ დატოვა დიდი ფეხბურთი. ფრანჩესკო ტოტი, ანდრეა პირლო, რიკარდო კაკა, ხაბი ალონსო, ფილიმ ლამი, დირკ კიუიტი და ა.შ. მიმავალმა წელმა ბევრ გულშემატკივარს დასწყვიტა გული. ამ დიადი მოთამაშეების წასვლით, ფეხბურთი ალბათ აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო თუნდაც 10 წლის წინ.

5. სრული სიგიჟე სატრანსფერო ბაზარზე

2017 წლის ტოპ 10 ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მოვლენა

გაიცანით ფეხბურთის ისტორიაში ახალი ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე-ნეიმარი. ბრაზილიელი შემტევის ტრანსფერი "პსჟ"-ს არც მეტი არც ნაკლები 222 მილიონი ევრო დაუჯდა. მე-2 ადგილს იკავებს 2017 წლის აღმოჩენა კილიან მბაპე, რომელიც პარიზულმა კლუბმა აგრეთვე იყიდა გასულ ზაფხულს. მართალია, ფრანგი ტალანტი ჯერ იჯარით არის საფრანგეთის დედაქალაქში, თუმცა მომავალში "პსჟ" მას 145 მილიონ ევროდ გამოისყიდის სრულად. ამის გარდა, განხორციელდა კიდევ უსმან დემბელეს ტრანსფერი "ბარსელონაში" 105 მილიონ ევროდ. ესე და ამგვარად 100-მილიონიანი ტრანსფერები ფეხბურთში ჩეულებრივ მოვლენად ყალიბდება.

4. მესის ახალი რეკორდი

2017 წლის ტოპ 10 ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მოვლენა

2017 წლის 23 დეკემბერს, "ბარსელონამ" სტუმრად "რეალი" გაანადგურა (0:3) "ელ კლასიკოში". აღნიშნული შეხვედრა იმითაც იყო განსაკუთრებული, რომ მესიმ "ბლაუგრანას" მაისურით 526-ე გოლი შეაგდო. ამდენი ბურთი ერთი გუნდის მაისურით ტოპ-5 ჩემპიონატში არავის გაუტანია. აღნიშნული რეკორდს 38 წლის მანძილზე ინარჩუნებდა გერდ მიულერი, რომელმაც "ბაიერნში" 525 გოლის შეგდება მოახერხა.

3. რონალდუმ მოიგო მე-5 ოქროს ბურთი და მესის გაუთანაბრდა

2017 წლის ტოპ 10 ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მოვლენა

არგენტინელი მეფე აღარ არის ის, ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც თავის კოლექციაში 5 ოქროს ბურთი აქვს. კრიშტიანუ რონალდუმ გაიმეორა მესის მიღწევა და ახლა მინიმუმ 2018 წლამდე ფეხბურთში ორ-ხელისუფლებიანობა იქნება. ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი, უეფას სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი-პორტუგალიელმა გოლეადორმა ერთ წელში მოიგო თითქმის ყველა ის ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა. ამ ყველაფერს ემატება რამდენიმე პირადი ჯილდო და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულიც მზად არის.

2. იტალია მუნდიალზე არ იქნება

2017 წლის ტოპ 10 ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მოვლენა

2017 წლის ყველაზე სამწუხარო მომენტი-"სკუადრა აძურას" მუნდიალზე ვერ გასვლა. ბუფონთან ერთად ტიროდა მთელი იტალია. ეს არ იყო "სკუადრა აძურას" არსებობის მანძილზე ყველაზე სუსტი ნაკრები , მაგრამ ამ გუნდს ჰყავდა ყველაზე სუსტი მწვრთნელი, რომელმაც რეალურად თავიდანვე არ იცოდა თუ როგორ გაერთვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. ამ ყველაფრის შედეგად იტალიას მუნდიალზე ვერ ვიხილავთ, ბუფონი კი ნაკრებიდან წავიდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე აგრეთვე ვერ მიაღწია ჰოლანდიამ და ჩილემ.

ბუფონი მუნდიალზე ვერ მოხვედრის შემდეგ


1. "რეალის" ზედიზედ მეორედ მოგებული ჩემპიონთა ლიგა

2017 წლის ტოპ 10 ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მოვლენა

ჩემპიონთა თასმა რებრენდირება 1992 წელს განიცადა, რის შემდეგაც ეს ტურნირი 2-ჯერ ზედიზედ არავის მოუგია, არც "მილანს" და არც "ბარსელონას". ნავსი 2017 წელს გატყდა და პრაქტიკულად შეუძლებელი მიღწევა მადრიდის "რეალმა" გაიმეორა. "სამეფო კლუბმა" ჯამში მე-12 ევროპული თასი მიითვალა თავის კოლექციაში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები