მანჩესტერ იუნაიტედმა 2018 წელი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მანჩესტერ იუნაიტედმა 2018 წელი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]


მანჩესტერ იუნაიტედმა 2018 წელი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

"მანჩესტერ იუნაიტედმა" 4 მატჩიანი მოუგებელი სერია გასულ წელიწადს მიაბარა და ახალი 2018 წელი გამარჯვებით დაიწყო.

ჟოზე მოურინიოს გუნდი დღეს ინგლისის პრემიერ ლიგის 22-ე ტურში სტუმრად "ევერტონს" დაუპირისპირდა და "გუდისონ პარკზე" დამაჯერებელი ანგარიშით (2:0) იმარჯვა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარში პოლ პოგბას პასებით ჯერ ენტონი მარსიალმა, შემდეგ კი ჯესი ლინგარდმა გამოიჩინა თავი. მანკუნიანელებმა 47 ქულა დააგროვეს და დროებით მეორე ადგილი დაიბრუნეს.

ევერტონი 0:2 მანჩესტერ იუნაიტედი

გოლები: 0:1 - მარსიალი (57'), 0:2 - ლინგარდი (81').

შემადგენლობები

ევერტონი: პიკფორდი; ჰოლგეითი, კინი, უილიამსი, მარტინა; ტომ დევისი, შნეიდერლინი; ვლაშიჩი, რუნი (მაკარტი 62'), ბოლაზი (ლენონი 62'); ნიასე (კალვერტ-ლიუინი 81').

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა; ლინდელიოფი, ჯონსი, როხო, შოუ; ერერა, მატიჩი; მატა (ტუანზებე 90+2'), პოგბა, ლინგარდი (ბლინდი 87'); მარსიალი (რეშფორდი 77')

მიმოხილვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები