სიმეონემ დაადასტურა - როდის შედგება დიეგო კოშტას დებიუტი? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სიმეონემ დაადასტურა - როდის შედგება დიეგო კოშტას დებიუტი?


სიმეონემ დაადასტურა - როდის შედგება დიეგო კოშტას დებიუტი?

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, მადრიდის "ატლეტიკომ" დიეგო კოშტა ოფიციალურად გაიფორმა.

გუნდის მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს თქმით, ესპანელი თავდამსხმელი უკვე "ატლეტიკოსთან" ერთად ვარჯიშობს და მისი დებიუტი კოპა დელ რეიზე შედგება.

ესპანეთის თასზე მადრიდელთა მეტოქე "ლიედა" იქნება. დიეგო კოშტასთან ერთად განაცხადში ვიტოლოც იქნება შეყვანილი.

შეგახსენებთ, რომ კოშტამ "ატლეტიკო" 3 წლის წინ დატოვა, თუმცა ახლა "ჩელსიდან" დაბრუნდა და 18-ნომრიან მაისურს მოირგებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები