ნაპოლიმ პერინს დაუმიზნა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნაპოლიმ პერინს დაუმიზნა


ნაპოლიმ პერინს დაუმიზნა

"ნაპოლი" "ჯენოას" გოლკიპერით, მატია პერინით, დაინტერესდა.

ნეაპოლურ კლუბს მიმდინარე სეზონის შემდეგ გამოცდილი ესპანელი მეკარე, პეპე რეინა, დატოვებს და "ცისფრები" მისი შემცვლელის ძიებაში არიან.

"Football Italia" იტყობინება, რომ "ნაპოლის" ხელმძღვანელობა 25 წლის ნიჭიერი იტალიელის ალტერნატივას განიხილავს, რომელსაც უფრო მაღალ დონეზე სურს თამაში.

მოსალოდნელია, რომ ნეაპოლელები გენუურ კლუბთან მოლაპარაკებებს უახლოეს პერიოდში წამოიწყებენ და მატიას სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

იტალიის სერია ა-ს მიმდინარე სეზონში მატია პერინმა 19 მატჩი ჩაატარა და კარის მშრალად შენახვა 7-ჯერ მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები