რომამ შესაძლოა პსჟ-ს ნახევარმცველი დაიმატოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რომამ შესაძლოა პსჟ-ს ნახევარმცველი დაიმატოს


რომამ შესაძლოა პსჟ-ს ნახევარმცველი დაიმატოს

"პარი სენ ჟერმენის" საყრდენმა ნახევარმცველმა, გრეგორჟ კრიხოვიაკმა, კარიერა შესაძლოა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს.

"Corriere dello Sport" იტყობინება, რომ პარიზულ კლუბთან "რომას" ხელმძღვანელობა აწარმოებს მოლაპარაკებებს და რომაულ კლუბს კრიხოვიაკის იანვარში დამატება სურს.

გრეგორჟით პირადად "მგლების" სპორტული დირექტორი მონჩი არის დაინტერესებული, რომელმაც 2014 წელს "სევილიაში" მუშაობის დროს 27 წლის პოლონელი ერთხელ უკვე მიიწვია და კრიხოვიაკმა შესანიშნავად იასპარეზა.

მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილი კრიხოვიაკმა "ვესტ ბრომვიში" იჯარის წესით ჩაატარა და პრემიერ ლიგის 15 თამაშში 1 ასისტი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები