ვალენსიამ ატლეტიკოს თავდამსხმელი დაიმატა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვალენსიამ ატლეტიკოს თავდამსხმელი დაიმატა


ვალენსიამ ატლეტიკოს თავდამსხმელი დაიმატა

მადრიდის "ატლეტიკოს" ცენტრალური თავდამსხმელი, ლუსიანო ვიეტო, "ვალენსიას" ფეხბურთელი გახდა.

ვალენსიური კლუბის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ "ღამურებმა" 24 წლის არგენტინელი შემტევი სეზონის ბოლომდე იჯარის წესითა და გამოსყიდვის უფლებით დაიმატეს.

"როხიბლანკომ" იანვარში ლონდონის "ჩელსიდან" დაბრუნებული ცენტრფორვარდი დიეგო კოშტა ოფიციალურად წარადგინა და გუნდში ლუსიანოს ადგილი აღარ დარჩა.

ვიეტომ მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, მხოლოდ 10 თამაშში მიიღო მონაწილეობა და გოლი არ გაუტანია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები