სიმეონემ ზაფხულში შესაძლოა ჩელსი ჩაიბაროს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სიმეონემ ზაფხულში შესაძლოა ჩელსი ჩაიბაროს


სიმეონემ ზაფხულში შესაძლოა ჩელსი ჩაიბაროს

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე, შესაძლოა გაისად ლონდონის "ჩელსის" თავკაცი გახდეს.

ცნობილი ბრიტანული გამოცემა "The Times" იტყობინება, რომ "არისტოკრატების" მთავარი მწვრთნელის სკამზე სეზონის ბოლოს ანტონიო კონტეს სწორედ არგენტინელი სპეციალისტი შეცვლის.

ლონდონური კლუბი ჩოლო სიმეონეს მიწვევას ორი წლის წინაც, 2016 წლის ზაფხულში, ცდილობდა, მაგრამ მაშინ დიეგო მადრიდში დარჩა, ხოლო "ლურჯებმა" კონტეს დაუძახეს.

22 ტურის შემდეგ ინგლისის მოქმედი ჩემპიონი პრემიერ ლიგაში 46 ქულით მესამე ადგილს იკავებს და ლიდერ "მანჩესტერ სიტის" მთელი 16 ქულით ჩამორჩება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები