ნაინგოლანი ატალანტასთან მატჩს გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნაინგოლანი ატალანტასთან მატჩს გამოტოვებს


ნაინგოლანი ატალანტასთან მატჩს გამოტოვებს

"რომას" ცენტრალური ნახევარმცველი, რაჟა ნაინგოლანი, იტალიის სერია ა-ს მეორე წრის პირველ მატჩს გამოტოვებს.

ბელგიელი ცენტრი რომაული კლუბის ხელმძღვანელობამ დასაჯა, ამიტომაც ეუსებიო დი ფრანჩესკომ რაჟა განაცხადში საერთოდ არ შეიყვანა.

ნაინგოლანმა ახალი წლების პერიოდში დალია და ინსტრაგრამის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის დროსაც ეწეოდა და ერთობოდა. მოგვიანებით რაჟამ ამის გამო ბოდიშიც მოიხადა.

"რომა" ეროვნული ჩემპიონატის მე-20 ტურში ბერგამოს "ატალანტას" დღეს საკუთარ მოედანზე, ჩვენი დროით 21:00 საათზე, დაუპირისპირდება.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა რაჟა ნაინგოლანი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები